საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1,300 ლარია

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1,300 ლარია

საქსტატმა დღეს 2021 წლის საშუალო ხელფასის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში საქართველოში საშუალო ხელფასი 1,191 ლარიდან 1,304 ლარამდე გაიზარდა.

2021 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 368.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა
9.8 პროცენტით);

⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 075.3 ლარი (წინა წელთან
შედარებით გაიზარდა 12.0 პროცენტით);

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 030.9 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 7.7
პროცენტით).

“2021 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 055.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 537.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში – 10.8 პროცენტი, კაცებში – 9.2 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

2021 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 291.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2020 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 9.6 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 117.2 და 1 408.7 ლარი შეადგინა,”- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საქსტატმა დღესვე მედიანური ხელფასების ანგარიშიც გამოაქვეყნა. მედიანური ხელფასი ასახავს ხელფასს, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს. საქსტატის თანახმად, ამჟამად ქვეყანაში მედიანური ხელფასი 900 ლარს შეადგენს.

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2021 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი
დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 509 ლარი;
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 386 ლარი;
⦁ ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 1298 ლარი;
⦁ მშენებლობა – 1 276 ლარი;
⦁ სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1 273
ლარი.

“მომხმარებელთა მხრიდან ხელფასების სტატისტიკურ მონაცემებზე მზარდი ინტერესის
გათვალისწინებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) იწყებს შრომის სტატისტიკის დამატებითი მაჩვენებლის, დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის წარმოებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემების საფუძველზე. მისი გამოქვეყნება დაგეგმილია წლიური პერიოდულობით,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ატქივებმა დღეს 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს თანხა წარმოადგენს 1.3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგს, რაც ერთ მონაწილეზე საშუალოდ…
რამდენი ადამიანი მუშაობს სებ-ში და რა არის სახელფასო ხარჯები – წლიური ანგარიში

რამდენი ადამიანი მუშაობს სებ-ში და რა არის სახელფასო ხარჯები…

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, ეროვნულ ბანკში საზედამხედველო/მომხმარებელთა დაცვის მიმართულებების გაფართოების პარალელურად, იზრდება მასში დასაქმებულ…
რუსული ნავთობი ევროპაში თურქეთის გავლით ხვდება. კრემლის მოგება – $3 მლრდ – POLITICO

რუსული ნავთობი ევროპაში თურქეთის გავლით ხვდება. კრემლის მოგება –…

ახალი კვლევის თანახმად, დასავლური სანქციების შემდეგ, რუსული ნავთობი ევროკავშირის ქვეყნებში, თურქეთის გავლით, შენიღბული ტვირთის სახით ხვდება. “გასული წლის მაისში თურქეთის სამხრეთით, სირიის საზღვრიდან…